მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა მათთვის განკუთვნილი გრანტების პროგრამის, #YouthforAction-ის ფარგლებში, მცირე პროექტების განხორციელება დაიწყეს. 

#YouthforAction 2023 ხუთ მცირემასშტაბიან პროექტს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

აღნიშნული გრანტების მეშვეობით საქართველოს რეგიონებში, კონკურსში გამარჯვებულ საინიციატივო ჯგუფებს საშუალება აქვთ განახორციელონ მოკლევადიანი პროექტები და იმუშაონ ისეთ აქტუალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა:

პროექტი #3

მეგობარი თაობები. ზუგდიდი.

ჯგუფის წევრები: ედუარდ ფარცვანია, ნანა შედანია, ანა გაბელაია.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთობლივი აქტივობებისა და რესურსების გაზიარების გზით.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 ახალგაზრდა და 10 ხანდაზმული ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც სოციალური საწარმო „მეგობარის“ სივრცეში გამართავენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ხედვებსა და გამოცდილებას.

მცირე საგრანტო პროექტები ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ერთ-ერთი კომპონენტის, კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა #YouthforAction ფარგლებში, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა პროექტის სანახავად ეწვიეთ: #YouthforAction2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *