ბჟამინოლის შემოდგომის სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია. დავბრუნდით სიახლეებით და ახალი ღონისძიებით.
რიგით მეხუთე ბჟამინოლზე თქვენს განწყობაზე ორი DJ არტისტი იზრუნებს.
 
Kath J – (ქეთა ჯინჭარაძე) DJ, პროდუსერი და ელექტრონული მუსიკის სკოლის – 303 Hz-მენეჯერია.
მას შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ 👇
https://soundcloud.com/keta-jincharadze
 
ქეთას შემდეგ ბჟამინოლის სთეიჯზე დადგება YADA (ია დარახველიძე) 303Hz-ის კურსდამთავრებული ახალგაზრდა არტისტი, რომელიც თავად ქმნის მუსიკას და არ წყვეტს საკუთარი თავის ძიებას. მას შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ 👇
https://soundcloud.com/yada_ia
 
სივრცეში მოსახვედრად აუცილებელია ვერიფიკაცია ✅ რომელსაც ამ ლინკზე გადასვლით და ინფორმაციის შევსებით მოიპოვებთ. (მათ, ვისაც გაქვთ ვერიფიკაცია წინა ივენთებიდან, კითხვარის შევსება არ გჭირდებათ)
https://forms.gle/xgZvtyh5bpAhKoYV6
 
🌞 შეგახსენებთ, „ბჟამინოლი“ არის ელექტრონული მუსიკის ღამეების სერია, რომელიც მეგობარის სივრცეში იმართება და აერთიანებს მუსიკის, გართობის და თავისუფლების მოყვარულ ხალხს. “ბჟამინოლის“ მიზანია ახალგაზრდებში საკლუბო კულტურის შექმნა/პოპულარიზაცია, რეგიონში გართობის ალტერნატიული გზების დამკვიდრება და საკლუბო სივრცეების დეცენტრალიზაცია.
💰ფასი – 20 ლარი (შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც 23:00 – 23:59 საათის შუალედში გვესტუმრებიან, ბჟამინოლის სივრცეში შემოსვლას უფასოდ შეძლებენ)
📍 შეხვედრის ადგილი – Mego-Bar
🗓️ შეხვედრის თარიღი : 06/10/2023
⏰ შეხვედრის დრო: 23:00 საათი

ბილეთები გაიყიდება კარზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *