არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში ახალგაზრდებისათვის პროფესიული
განვითარებისა და სოციალიზაციის შესაძლებლობებს ქმნიან. ზუგდიდში, „ორბელიანი მეტისა“ და USAID-ის თანადაფინასებით, სოციალურ სივრცე „მეგობარში“, დიჯეის პროფესიის შემსწავლელი კურსი შეიქმნა. კურსის
მონაწილეები არიან ახალგაზრდები მთელი სამეგრელოდან, როგორც ზუგდიდიდან, ასევე კონფლიქტისპირა სოფლებიდან.
„ორბელიანი მეტი“ არის სახალხო დაფინანსების პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი იდეა, და შეფასების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, დაიწყოს თანხის შეგროვების კამპანია. პროექტები, რომლებიც საჭირო თანხის 30%-ს მოქალაქეების შემოწირულობებით აგროვებენ, თანხის 70%-ს USAID-ის დაფინანსებით იღებენ.
პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად ეწვიეთ ვებგვერდს: orbelianimeti.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *