
USAID/Zrda მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობას პროექტის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში არსებული კვების ბიზნესების ზრდითა და გაძლიერებით!
Zrda-მ მოთხოვნილი აღჭურვილობითა და ნივთებით უზრუნველყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარი ბარი „მეგო ბარი“ ზუგდიდიდან. „მეგობარის“ თავისუფალი სივრცე განსაკუთრებით პოპულარულია ადგილობრივ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის. დღის საათებში „მეგო ბარი“ მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, გამოფენებს, გაყიდვებს/ბაზრობებს, სამუშაო შეხვედრებს, ხოლო საღამოობით იმართება კინოჩვენებები, მუსიკალური საღამოები და კორპორატიული ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს „მეგო ბარი“ კვებითა და ალკოჰოლური/უალკოჰოლო სასმელებით უზრუნველყოფს.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, Zrda-მ ბენეფიციარს შეუსყიდა გენერატორი, ყინულის აპარატი, შემოსავლების აღრიცხვის პროგრამა (სოფტი), პოს ტერმინალი, თერმული პრინტერი და გახმოვანების სისტემა (ფონური მუსიკა). ახალი აღჭურვილობა „მეგო ბარს“ საშუალებას მისცემს უკეთესი სერვისი შესთავაზოს თავის მომხმარებლებს და ზუგდიდის ვიზიტორებს.